Online
L2 x10
შემოგვიერთდით
Watch live video from levani1989 on www.twitch.tv 
სავალდებულო წესები

ძირითადი წესები

 

1.1 არსებულ სერვერზე თამაში უფასოა. აქედან გამომდინარე ადმინისტრაცია პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას და განვითარებას ახორციელებს უშუალოდ თავიანთი სახსრებით და თავისუფალი ნებით.

1.2 ადმინისტრაციისათვის არაა პრიორიტეტული ამოცანა მოთამაშეების მოზიდვა და შენარჩუნება.

1.3 შესაძლებლობებიდან გამომდინარე ადმინისტრაცია შეეცდება მოაგვაროს მოთამაშეების პრობლემები მაგრამ როგორც ესეთი ამის გარანტიას ვერ მოგცემთ.

 

ადმინისტრაციის პოლიტიკა

 

2.1 წესების არცოდნა არავის არ ანთავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.

2.2 ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას სერვერის და სერვისების მუდმივ ფუნქციონირებაზე და არ აგებს პასუხს იმ ზარალზე რომელიც შეიძლება მიადგეს მომხმარებელს ისეთი გარემოებების გამო რომელიც შეიძლება გამიწვიოს სერვერის ფუნქციონალურობის შეწყვეტამ, კავშირის გაუმართაობამ, პროგრამულ უზრუნველყოფაში დაშვებულიმა დეფექტებმა და სხვა არასასურველმა სიტუაციებმა რომელიც შეიძლება წარმოშვას მოხმარების პროცესში.

2.3 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას თავისი ნებით განკარგოს სერვერზე და თამაშში მოპოვებული ნებისმიერი ვირტუალური ფასეულობა ყველა ექაუნტზე.

2.4 აკრძალულია ვირტუალირი ფასეულობის, ექაუნტების და სათამაშო პერსონაჟების გაყიდვა და გაცვლა რეალურ ფულზე ან სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. ასეთ ქმედებაში შემჩნეული მოთამაშეებს ჩამოერთმევათ სამომხმარებლო ჩანაწერები და დაიბლოკებიან სამუდამოდ.

2.5 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეუწყვიტოს მომხმარებელს სერვისი მიზეზის ახსნის გარეშე.

2.6 ადმინისტრაცია თავად წყვეტს დასჯის ხერხს და ვადას წესების დარღვევისას.

2.7 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს წესები მომხმარებლების დაუკითხავად.

2.8 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეცვალოს, განაახლოს, განავრცოს და გააუქმოს სერვისების პროგრამული მხარე თავისი შეხედულებისამებრ, მომხმარებლების დაუკითხავად.

2.9 ადმინისტრაცია არ აღუდგენს მოთამაშეს მისივე გულუბრყვილობით დაკარგულ ნივთებს და პერსონაჟებს.

 

პერსონაჟები და ექაუნტები

 

3.1 ექაუნტის რეგისტრაციისას კორექტულად შეავსეთ ფორმა. აკრძალულია უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება. არ შეიყვანოთ არარსებული ან სხვისი ელექტრონული ფოსტის მისამართი. წესების დარღვევით შექმნილი ექაუნტები წაიშლება ადმინისტრაციის მიერ.

3.2 ექაუნტის მფლობელი სრულადაა პასუხისმგებელი ყველა ქმედებებზე რაც განხორციელდა მისი სამომხმარებლო ჩანაწერიდან.

3.3 აკრალულია ექაუნტის ჯგუფური ფლობა. აღნიშნული ქმედება აღითქმება როგორც ექუნტის გადაცემა სხვა პირ(ებ)ზე.

3.4 პაროლი უნდა იცოდეს მარტო ექაუნტის მფლობელმა. არ გაანდოთ არავის საიდუმლო კოდი. ადმინისტრაცია, როგორც წესი, არ ეკითხება მომხმარებელს თავის პაროლს.

3.5 პაროლად უნდა დააყენოთ ასოების, რიცხვების და სიბლოლოების რთული კომბინაცია. პაროლი არ უნდა იმეორებდეს ან შეიცავდეს ექაუნტის სახელს, რეალურ სახელს, ტელეფონის ნომერს ან სხვა იოლად მისახვედრ ინფორმაციას მფლობელის შესახებ.

3.6 მოერიდეთ ყველანაირად პაროლის აკრებას სხვის კომპიუტერზე. არსებობს სპეციალური პროგრამები, კლავიატურული შპიონები, რომლებიც საკმაოდ გავრცელებულია ინტერნეტ კაფეებში.

3.7 კომპიუტერზე აუცილებლად უნდა გეყენოთ ანტივირუსული პროგრამა. ხშირად განაახლეთ ვირუსების ბაზა.

3.8 გაფრთხილდით დაუდასტურებელი და არასანდო ბმულებზე დაგასვლას. სურათებზე, ვიდეოებზე, პროგრამებზე და საიტებზე პოტენციურად შესაძლოა იყოს მიბმული ე.წ. ტროიანები და კლავიატურული შპიონები რაც ბოროტმოქმედს მისცემს საშუალებას გაიგოს თქვენი პაროლი.

3.9 შეამოწმეთ პერიოდულად ელ.ფოსტა რომელზეც გაიარეთ რეგისტრაცია და შეინარჩუნეთ იგი მუშა მდგომარეობაში. ფოსტის გაუქმებისას შესაძლებელია სხვამ დაარეგისტრიროს იგივე სახელით ახალი ფოსტა და ისარგებლოს ბოროტად.

3.10 სერვერის ადმინისტრაცია განიხილავს წერილებს მხოლოდ რეგისტრირებული ფოსტის ექაუნტებიდან.

3.11 აკრალულია ექაუნტზე სახელების შექმნა ტყუილუბრალოდ, მათი გაცდენის, შემდეგში გაყიდვის, გაცვლის ან სხვა პირადი სარგებელის მოპოვების მიზნით.

3.12 აკრძალულია ექაუნტის ან პერსონაჟის გაცვლა სხვა ექაუნთზე და პესონაჟზე ან თამაშში არსებულ ნებისმიერ ნივთზე.

 

თამაშის პოლიტიკა

 

4.1 აკრძალულია პროგრამების გამოყენება რომლებსაც რაიმე სახით შეუძლით ზემოქმედება კლიენტ-სერვერს შორის პროგრამულ ურთიერთბაში, აკრძალულია ჩიტ-პროგრამების გამოყენება, რომლებიც აადვილებენ სათამაშო პროცესს სხვა მოთამაშეებზე უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით.

4.2 აკრძალულია ბოტ-პროგრამების გამოყენება, რომლებიც მოთამაშის თამაშში არსებობის ემულაციას ახდენენ.

4.3 აკრძალულია სათამაშო კლიენტში ცვლილებების შეტანა, მოდიფიცირება ან სხვა სერვერების პაჩის გადაკეთება ჩვენი სერვერისათვის.

4.4 აკრძალულია ჩატში ფლუდი (ფუჭი ლაპარაკი). აკრძალულია ფლუდი კონკრეტულ პიროვნების პირად მიმოწერაში თუ მიმღებს არ სურს იგი.

4.5 აკრძალულია ჩატში არანორმატიული ლექსიკის ხმარება და სხვა მოთამაშეების ან მესამე პირების შეურაცხყოფა, მუქარა, გამოძალვა, შანტაჟი, ნაციონალური თუ სარწმუნოებრივი ხასიათის დამამცირებელი მიმართვები, დეზინფორმაცია, ჭორების გავრცელება სერვერის, ადმინისტრაციის ან მოთამაშეების შესახებ.

4.6 აკრძალულია ნებისმიერი სახის აფერისტობა, მოთამაშეების შეცდომაში შეყვანა ადმინისტრაციის სახელით მანიპულირება, განზრახ ადმინისტრაციის პერსონაჟების სახელების მსგავსი პერსონაჟების შექმნა, როგორც თამაშში ასევე რალურ ურთიერთობაში არსებული პროექტის და თამაშის ირგვლივ.

4.7 აკრძალულია ადმინისტრაციის პერსონაჟებზე თავდასხმა, გამოწვევა, მუშაობაში ჩარევა ან ხელის შეშლა, არაკორექტული და უაზრო შეკითხვების დასმა. ადმნისტრაციასთან ურთიერთობისათვის არსებობს სპეციალური რეპორტის ფორმა.

4.8 აკრძალულია მოთამაშეების მიერ განზრახ დიდი რაოდენობით ნივთების დაყრა, ნივთებით ხატვა და გასასვლელების ჩაკეტვა. ამდაგვარი ქმედება აღითქმება როგორც სერვერის ნორმალური მუშაობის შეფერხების მცდელობა.

4.9 აკრძალულია წასვლის შესახებ განცხადებების გაკეთება და მოწოდებები თამაშის დანებებაზე.

4.10 აკრძალულია სერვერზე აღმოჩენილი უზუსტობის და ბაგების გამოყენება, მათ შესახებ საჯაროდ წერა და გავრცელება. ამისათვის არსებობს სპეციალური რეპორტის ფორმა ადმინისტრაციასთან.

 

წესების დარღვევისას ადმინისტრაცია მიმართავს შემდეგ სანქციებს

 

5.1ექაუნტის ან სათამაშო პერსონაჟის დროებითი შეჩერება მომხმარებლისათვის.

5.2სერვერის ბაგების, უზუსტობის ან აკრძალული პროგრამების გამოყენებით მოპოვებული ვირტუალირი ნივთების ან სტატუსის ჩამორთმევა.

5.3 ექაუნტის და სამომხმარებლო ჩანაწერების გაუქმება და წაშლა. შეიძლება გამოყენებული იქნეს მოთამაშის ყველა დარეგისტრირებული ექაუნტების მიმართ.

5.4IP მისამართის ბლოკირება და პროექტის რესურსებზე წვდომის აკრძალვა.

5.5უშუალოდ კომპიუტერის ბლოკირება მიუხედავად IP მისამართისა და პროექტის რესურსებზე წვდომის აკრძალვა.